01:28:54

Share |

მდინარეებმა სოფელი საცხენე შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეს მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფელს ორივე მხრიდან მდინარე უტევს და იმ შემთხვევაში, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩატარდა, გაზაფხულზე ადიდებულმა მდინარეებმა სოფელი, შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს.

უნდა აღინიშნოს, რომ საცხენე საზღვრისპირა სოფელია. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო, რომელიც დაღესტანი - საქართველოს საზღვრის მონაკვეთს აკონტროლებს, სწორედ ამ სოფლის თავშია განლაგებული. იმ შემთხვევაში, თუ გაზაფხულზე, წყალუხვობის დროს ადიდებულმა მდინარემ საცხენეს გზა წაიღო, სასაზღვრო პუნქთან დამაკავშირებელი სხვა სამანქანო გზა აღარ რჩება.

სოფელს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვს. სოფელში არც სასმელი წყალია, არც ბუნებრივი აირი, არც საბავშვო ბაღი, არც სკოლა და არც ექიმი. სოფლამდე მისასვლელი გზაც უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის სიმონ ტივიშვილის განცხადებით, ხელისუფლება საქმის კურსშია და პრობლემების მოგვარებას ცდილობს.

გთავაზობთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის მიერ გადაღებულ სიუჟეტს, რომელიც „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ OECI ფარგლებში მომზადდა. პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 25 26 27 28

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy