ხუთშაბათი, 16 მაისი 2013 11:30
კახეთში, 14 მაისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის წინასწარი მონაცემები ცნობილია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აკაკი ოსიაშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალი 300 000 ლარს აღწევს, სასოფლო–სამეურნეო ზარალი კი დაახლოებით სამჯერ მეტია.








