00:10:12

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი გამოაქვეყნა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.

ვრცლად

 

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის გამოცდების შესახებ სიახლეები გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს, აბიტურიენტებისთვის 2012 წლის გამოცდების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ვრცლად

 

თელავის დემოკრატიის სკოლაში საბუთების მიღების ვადა 3 თებერვალს იწურება

თელავის დემოკრატიის სკოლაში მე-2 განახლებულ პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთების მიღების ვადა 3 თებერვალს იწურება. ტრენინგის ხანგრძლივობა 5 თვეა. სწავლა უფასოა.

ვრცლად

 

ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა სტუდენტს 50 ლარი დაუჯდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური განისაზღვრა. ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა სტუდენტს 50 ლარი დაუჯდება.

ვრცლად

 

ყოველი მეოთხე მოსწავლე კერძო რეპეტიტორთან ემზადება

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM),  აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, 2011 წლის ივლისი-დეკემბერის პერიოდში საქართველოში კერძო რეპეტიტორობის გავრცელების კვლევა განახორციელა. გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

ვრცლად

 

მანდატურები თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს საჯარო სკოლებშიც დაინიშნებიან

1 მარტიდან, მანდატურები თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს საჯარო სკოლებშიც დაინიშნებიან. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში განუცხადეს, მანდატურების შესვლა პირველ ეტაპზე ქალაქის საჯარო სკოლებშია დაგეგმილი. თითო სკოლაში სავარაუდოდ 2 მანდატური დაინიშნება.

ვრცლად

 

საქართველოში დიზაინის საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება, რომელიც ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებების დიზაინერებად მოამზადებს.

ვრცლად

 

2011 - 2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგისა და მაქსიმალური ქულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მეორე ტურის გამარჯვებულად ითვლება ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტს და მოხვდება რეიტინგული სიის პირველ ასეულში.

ვრცლად

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების  წესის შემოღება ვაუჩერული დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობას უკავშირდება, რომელიც როგორც  საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ  ხარჯვას გამორიცხავს.

ვრცლად

 

განათლების სამინისტრომ მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი განსაზღვრა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი განსაზღვრა. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

ვრცლად

 

პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი მასწავლებლებს მიმართავს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე მასწავლებლებს მიმართავს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ვრცლად

 

თელავში დემოკრატიის სკოლის მეორე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

12 იანვარს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში თელავის დემოკრატიის სკოლის მეორე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

2012 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი დამხმარე სახელმძღვანელოები გამოიცა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი დამხმარე სახელმძღვანელოები გამოსცა. გამოცემების შეძენა მოქალაქეებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით შეუძლიათ.

ვრცლად

 

2012 წელს ერისიმედში ახალი სკოლა აშენდება

2012 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში, რომელიც საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, ახალი სკოლა აშენდება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

 

საქართველოში წლის საუკეთესო სკოლად ყვარლის მე-2 საჯარო სკოლა დასახელდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო, საჯარო სკოლები და  საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოში წლის საუკეთესო სკოლად ყვარლის მე-2 საჯარო სკოლა დაასახელა.

ვრცლად

 

საგარეჯოს რაიონში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

ვრცლად

 

სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის დათხოვის უფლება მშობლებსაც მიეცათ

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის დათხოვის უფლება მშობლებსაც მიეცათ.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართება

21 დეკემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ორი სამეცნიერო პროექტის „აულის ენები - კაცობრიობის არსებობის გონითი ფორმები - გლობალიზაციის პირობებში“ და „ქართული ეპისტოლარული მემკვიდრეობა“ ფარგლებში სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართება.

ვრცლად

 

განათლების სამინისტრო საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტს დაასაქმებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტს დაასაქმებს. ამის შესახებ სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმაშია აღნიშნული.

ვრცლად

 

2012 წლიდან მეორადი ჩარიცხვები უქმდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. აბიტურიენტებს 7-ის ნაცვლად 20 ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება მეორადი ჩარიცხვები.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 23

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy