21:18:55

2013 წლის საგამოცდო ტესტები საქართველოში ჩამოიტანეს

ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების, ასევე სტუდენტთა საგრანტო და  საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტები საქართველოში ჩამოიტანეს.

ვრცლად

 

გამოცდების ექსტერნად ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია გამოაცხადა. რეგისტრაცია შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში  17–დან 21 ივნისის ჩათვლით იწარმოებს.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ბანკებში გაივლიან

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრები და მაგისტრანტები სტაჟირებას ბანკებში გაივლიან.

ვრცლად

 

დავით მახაშვილი: თესაუ–ს რექტორი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს

„დასამალი არ არის, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსაც შეეხება  და თანამდებობას დატოვებს,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ დავით მახაშვილმა.

ვრცლად

 

პედაგოგებისთვის ანაზღაურებადი შვებულების ვადა 2 თვემდე იზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურებადი  შვებულება არანაკლებ ორი თვით (40 სამუშაო დღე) განისაზღვრება. პედაგოგები შესაბამის ანაზღაურებას შვებულებაში გასვლის წინ მიიღებენ. 

ვრცლად

 

ალექსანდრე კვიტაშვილმა თსუ-ს რექტორის თანამდებობა დატოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია თსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. აკადემიური საბჭოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კვიტაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

ვრცლად

 

გიორგი მარგველაშვილი - კონკურენციას ვერავინ გამიწევს

გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენციას ვერავინ გაუწევს, - ამის შესახებ განათლების მინისტრი „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში აცხადებს. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, 1995 წლიდან თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერის მრჩეველი იყო, შესაბამისად მის პოლიტიკურ გამოუცდელობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.

ვრცლად

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  განათლების მინისტრი წარადგენს, პრემიერი კი დაამტკიცებს.

ვრცლად

 

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ბარათების დარიგება დაიწყო

ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბარათებს სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებული აბიტურიენტები კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

ვრცლად

 

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება

9 ივნისს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.

ვრცლად

 

სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემა 15 ივნისიდან დაიწყება

სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო სკოლებისთვის განაწილება 15 ივნისიდან დაიწყება.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტში ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული ბიბლიოთეკა (elibraryUSA) გაიხსნა. ბიბლიოთეკის პროექტი სტუდენტებს და უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლებს  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელმა კარმენ ჰარტმანმა გააცნო.

ვრცლად

 

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ასწავლე საქართველოსთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge 23 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.

ვრცლად

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი ჰყავს. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ პროფესიით ეკონომისტი, 32 წლის ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა. მანამდე ყვირალაშვილი სხვადასხვა ბანკში მუშაობდა.

ვრცლად

 

2013 წლის მასწავლებელათა სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2013 წლის მასწავლებელათა სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა. პირველი გამოცდა 3 ივლისს ჩატარდება.

ვრცლად

 

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება გაორმაგდება

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსება გაორმაგდება. 750 სტუდენტის ნაცვლად 1500–მდე სტუდენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება. შესაბამისი დადგენილება დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

ვრცლად

 

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ FCE (computer-based) და CAE (computer-based) გამოცდებისათვის: FCE რეგისტრაციია 31 მაისამდე, ხოლო CAE რეგისტრაცია კი 24 მაისამდე გაგრძელდება.

ვრცლად

 

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა. პირველი გამოცდა 27 – 28ივნისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. (პირველი სესია 8:00 სთ, მეორე სესია 14:00 სთ.)

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დასახელდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დასახელდა. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

ვრცლად

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების განრიგი მაისის ბოლოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნდება. მაისის ბოლოდან დაიწყება საგამოცდო ბარათების დარიგებაც.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 31

ფირნიშები

ვიდეო

აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე

 

ვიდეო

ხელისუფლებისგან წახალისებული რელიგიური კონფლიქტი სამთაწყაროში

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებობებზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
დადებითად - 12.4%
უარყოფითად - 82.7%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.9%
  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy