ხუთშაბათი, 10 მაისი 2012 11:23
დღეს, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ დაფუძნდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სამყაროში კომპიუტერის ცოდნის გავრცელება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულს წერა-კითხვის სწავლება და გავრცელება იყო.
ღონისძიებას დაესწრებიან საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე - ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაიმართება სპეციალური თეატრალური წარმოდგენა.
ღონისძიების მიზანია, „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ მნიშვნელობის განსაზღვრა და ყველა დაინტერესებული ადამიანის ჩართვა ამ საზოგადოების მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ ილიას სახლ-მუზეუმში დაფუძნება სიმბოლურია, რადგან სწორედ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, მე-19 საუკუნის მიწურულს ქართული საზოგადოების ყველაზე პროგრესულმა და თვალსაჩინო წარმომადგენლებმა წერა-კითხვის ცოდნა მიიჩნიეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ამის საპასუხოდ, 1879 წელს დაფუძნდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომლის საქმიანობამ ფასდაუდებელი გავლენა მოახდინა განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებაზე და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართულ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეში“, - აღნიშნეს იუსტიციის სამინისტროში.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებას“ კოლეგიური ორგანო, 5-დან 15 წევრამდე შემადგენლობის მმართველი საბჭო განაგებს, რომელიც არჩევითია.
პრეზენტაცია 19:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება „ფეისბუქზე“, ლაივ რეჟიმში შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia/app_142371818162
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
ხელისუფლებისგან წახალისებული რელიგიური კონფლიქტი სამთაწყაროში
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||















