00:23:40

დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ვრცლად

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მობილურ ოპერატორებს უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საჩივრით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. ორგანიზაცია მოითხოვს გაუქმდეს სატელეფონო კომპანიების გადაწყვეტილება, რომელიც სააბონენტო ნომრებზე 0,20 ლარის დაქვითვას ეხება.

ვრცლად

 

დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის სოფიკო ნიკოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიფიკო ნიკოლაშვილის მამამ დავით ნიკოლაშვილმა განუცხადა, მის შვილს სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ვრცლად

 

სოფო ნიკოლაშვილის უფლებებს ადვოკატი მაგული ღვალაძე დაიცავს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის სოფო ნიკოლაშვილის უფლებებს ადვოკატი მაგული ღვალაძე დაიცავს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა განუცხადა, ის უკვე შეხვდა დაკავებულს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ვრცლად

 

დაკავებული ჟურნალისტი ადვოკატის გარეშე დაკითხეს

შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი, რომელსაც პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ, ადვოკატის გარეშე დაკითხეს.

ვრცლად

 

ზაქარია ქინქლაძემ თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

„რესპუბლიკური პარტიის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქინქლაძემ, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას პოლიციის თანამშრომლის გიორგი ქისიშვილის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ვრცლად

 

2011 წელს თელავის სასამართლოს არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ დაუდგენია

2011 წელს, ნოემბრის თვის ჩათვლით, თელავის რაიონულმა სასამართლომ 541 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. როგორც სასამართლოდან კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 487 საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა პრემირ - მინისტრს რეკომენდაცია მისცა, რომლითაც ომბუდსმენი ითხოვს, შესაძლებელი გახდეს ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის გადაწყვეტილებით სპეციალისტებმა ბინაზე მიაწოდონ ამბულატორიული მომსახურება გადაადგილების უნარის არმქონე  პირებს.

ვრცლად

 

Human Rights Watch-მა 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

Human Rights Watch-მა 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ვრცლად

 

საია რეპრესირებულებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (EHRAC) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კლაუს და იური კილაძეების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებასთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს წარუდგენენ.

ვრცლად

 

სერტიფიცირებული პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თამარ სუხიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სუხიაშვილი მის გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელმოწერას უკავშირებს.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ N18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე შოთა გეწაძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანება ეკატერინა ხვედელიძის ნაწილში გააუქმა.

ვრცლად

 

2011 წელს მსოფლიოში 66 ჟურნალისტი მოკლეს

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, 2011 წელს მსოფლიოში 66 ჟურნალისტი მოკლეს, 171 კი დააპატიმრეს.

ვრცლად

 

მოძრაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კახეთში ოფისების დაქირავებას ვერ ახერხებენ

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კახეთში რაიონული ფილიალებისთვის ოფისების დაქირავებას ვერ ახერხებენ. ამ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი ავრცელებს.

ვრცლად

 

საიას კვლევის მიხედვით, შრომითი უფლებები საჯარო სექტორზე მეტად კერძო სექტორში ირღვევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, ადამიანის შრომითი უფლებები საჯარო სექტორზე მეტად კერძო სექტორში ირღვევა.

ვრცლად

 

პატიმარი აღწერს, როგორ აწამეს მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში

პატიმარი აღწერს, როგორ აწამეს მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშისახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებისთვის გადაუგზავნა მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ახსნა - განმარტება, სადაც პატიმარი აღწერს, როგორ აწამეს N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

ვრცლად

 

უფასო სასადილოში მომხდარი ინციდენტის გახმაურების გამო პოლიციამ ბენეფიციარს ხელწერილი ჩამოართვა

დედოფლისწყაროს უფასო სასადილოში ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტის გახმაურების გამო, ერთ-ერთ ბენეფიციარს მზია გარსენიშვილს, რომელმაც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია მიაწოდა, პოლიციამ ხელწერილი ჩამოართვა.

ვრცლად

 

მოსამართლე - უკაცრავად, მაგრამ ვინმეს დორბლი ჩამოსდის? (photo)

მოსამართლე - უკაცრავად, მაგრამ ვინმეს დორბლი ჩამოსდის? თელავის სასამართლომ რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზაქარია ქინქლაძის საქმის განხილვა დაასრულა. ზაქარია ქინქლაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ახმეტის პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ქისიშვილმა შეიტანა. ქისიშვილი ქინქლაძეს იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და მისგან 1 500 აშშ დოლარისა და 177 ლარის გადახდას ითხოვს.

ვრცლად

 

ბათუმის ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებათ

ბათუმის ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებათსასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე საქართველოში ბევრი საუბრობს. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართელოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობა.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 26

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy