21:05:53

Share |

თოიძე - „შშმ პირების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირებისთვის ქვეყანას არც მატერიალური და არც ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია“

თოიძე - „შშმ პირების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირებისთვის ქვეყანას არც მატერიალური და არც ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირების თემა ისევ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის 20 მაისის, საქართველოს პრეზიდენტის 267-ე ბრძანებულების თანახმად, 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას ხელი მოეწერა, რატიფიცირების პროცესი 3 წელია გაყინულია.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარალმენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ განუცხადა, კიდევ 1-2 წელი კონვენციის რატიფიცირება ვერ მოხდება, რადგან ქვეყანას ამის არც მატერიალური და არც ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია.

შშმ პირების შესახებ კონვენცია გაერომ 2006 წლის 13 დეკემბერს მიიღო და უკვე 118 გაეროს წევრ სახელმწიფოშია რატიფიცირებული. 118 ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ კონვენციის რატიფიცირება შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას მაქსიმალურად იცავს, თუმცა საქართველო, როგორც ჩანს, კონვენციის რატიფიცირებისგან ჯერ შორსაა.

მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენმა თავის ბოლო ანგარიშშიც შესაბამის უწყებებს კონვენციის რატიფიცირების მოთხოვნით მიმართა, პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ჯერ არ აქვს.

კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პიარ მენეჯერი და ექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებში რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ რატიფიცირების საკითხს ხელისუფლება იმ მიზეზით აჭიანურებს, რომ პასუხისმგებლობას გაურბის. რეალურად კი ეს მათი პასუხისმგებლობა კი არა მოვალეობაა, რომელსაც არ ასრულებენ.

„კონვენციის მიღება იქნება ძალიან ხელსაყრელი ბერკეტი იმისათვის, რომ ჩვენი ზეწოლა გავაძლიეროთ ხელისუფლების მიმართ, რათა ხდებოდეს შშმ პირების დაცვა ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. რატიფიცირების მერე ხელისუფლება ვალდებული იქნება არა მხოლოდ საკუთარ საზოგადოებასთან, არამედ საერთაშორისო ინსტიტუციებთან. კონვენციის რატიფიცირება აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ხშირად გადაწყვეტილებების მიღების დროს ჩვენი უფლებების იგონირირება ხდება. ამის ნათელი მაგალითია აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია, სადაც შშმ პირების საჭიროება არ იყო გათვალისწინებული, სადაც გააკეთეს პანდუსი და ისიც გამოუსადეგი, რადგან კიბე ჰქონდა პანდუსს, ეს ხომ ანომალიაა? სწორედ ასეთი საკითხების მოსაგვარებლად არის აუცილებელი კონვენციის რატიფიცირება“,- აცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას რატი იონათამიშვილი.

ტრენინგების საკვალიფიკაციო ცენტრის პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობითი უფლებები საქართველოში“ კოორდინატორი, რუსუდან კოხოძე აცხადებს, რომ გაეროს კონვენცია პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, სადაც სისტემურადაა თავმოყრილი ყველა ის უფლება, რომელიც შშმ პირებს გააჩნიათ. ამიტომაც კოხოძე მიიჩნევს, რომ რატიფიცირების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს.

„თუკი კონვენცია სახელმწიფოსთვის სავალდებულო იქნება, ის სხვადასხვა მექანიზმებს დაამკვიდრებს შშმ პირებისთვის, რათა გაასაჩივრონ მათი უფლებების დარღვევის ფაქტები. ეს შეიძლება მოხდეს ეროვნულ დონეზეც და საერთაშორისო დონეზეც. მაგალითად, სახელმწიფო, რომელსაც აღიარებული აქვს კონვენცია ვადლებულია, გაეროს შშმ პირთა კომიტეტს ყოველწლიურად წარუდგინოს მონიტორინგის შედეგები. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებაში საკონტაქტო უწყება უნდა იყოს იდენტიფიცირებული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონვენციის იმპლიმენტაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. შესაბამისად, კონვენციის რატიფიცირება შექმნის ძალიან მყარ ბერკეტებს იმისათვის, რომ ადამიანებმა საკუთარი უფლებები დაიცვან“,- აცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში რუსუდან კოხოძე.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო დოკუმენტი გადის შემოწმებას სხვადასხვა უწყებებში, სადაც ამზადებენ დასკვნებს თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო ამ რეკომენდაციის შესრულებას. ასეთივე შემოწმება გაიარა გაეროს კონვენციამაც საქართველოში.

„როგორც ცნობილია, ყველა ორგანომ კონვენციასთან დაკავშირებით მოამზადა დასკვნა, მაგრამ არცერთ სამინისტროს არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ შეუძლებელი იქნებოდა მათთვის ამ რეკომენდაციის შესრულება. მიუხედავად ამისა, კონვენციის რატიფიცირება ჭიანურდება. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები პირდაპირ საუბრებში ხაზს უსვამენ იმას, რომ კოვენციის რატიფიცირება არ ხდება იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს დღეს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური სახსრები. ამბობენ, რომ ვერ მოხდება ყველა იმ ვალდებულების დაცვა, რაც კონვენციაშია დაწერილი. გარდა ამისა, აღნიშნავდნენ იმასაც, რომ სახელმწიფოს აქვს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია ყველა მოთხოვნა, რომელიც კონვენციაშიც წერია და ისედაც ცდილობს ამ მოთხოვნების შესრულებას. მაშინ ჩნდება კითხვა, თუკი ისედაც გვაქვს სახელმწიფოს გეგმა, რომელსაც კონვენციის გარეშეც ასრულებ, მაშინ რაღა გიდგას წინ, რომ კონვენციის რატიფიცირება მოახდინო“,- ამბობს კოხოძე.

პროექტის კოორდინატორი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს პარლამენტის ვიცე სპიკერის გიგი წერეთლის განცხადება, რომელიც მან პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის შემდეგ გააკეთა.

„გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ პარლამენტი მალე მოახდენს ამ კონვენციის რატიფიცირებას, ეს ჩვენთვის ხელჩასაჭიდი საკითხია, რადგან ასეთ ოფიციალურ დონეზე ჯერ არ მომხდარა ამ განცხადების გაკეთება. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში იქნება შესრულებული“,- აღნიშნავს კოხოძე.

ოთარ თოიძე გიგი წერეთლის კომენტარის განმარტებას ახდენს და აცხადებს, რომ კონვენციის მალე შესრულებაში წერეთელმა მინიმუმ 1-2 წელი იგულიხსმა, რადგან ასეთი სერიოზული დოკუმენტების რატიფიცირებისთვის 2 წელი დიდი დრო სულაც არ არის.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავად გიგი წერეთელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

„კონვენციის მისაღებად საჭიროა ის შემოვიდეს პარლამენტში, ხოლო დოკუმენტი პარლამენტში ჯერ შემოსული არ არის. თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა, პრობლემა თავად კონვენციის რატიფიცირებაა, მიზეზთა და მიზეზთა გამო. შეიძლება ადვილად ვთქვათ, რომ მოვახდენთ რატიფიცირებას, მაგრამ არ ვიცით რა დაჯედება ამ კონვენცის რატიფიცირების შედეგად დაკისრებული ვადლებულებების შესრულება და რა სირთულეებს გააჩენს ის, ამიტომ ეს ყველაფერი არის დასათვლელი და გასათვალისწინებელი.

მაგალითად, არ ვიცით რა დაჯება ყველაზე მარტივი, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით პანდუსების გაკეთება, ასევე ლიფტების ადაპტირება, სასწავლო ოთახების და შენობების ადაპტირება, საპირფარეშოების ადაპტირება, ხმოვანი შუქნიშნების დაყენება, სახელმძღვანელოების დამუშავება. ეს ყველაფერი არის დასათვლელი, ამიტომ მივიღოთ კონვენცია და არ შევასრულოთ, უარესია. დღემდე რაღაცეები ისედაც კეთდება, მაგრამ კონვენციის რატიფიცირებას ჯერ ვერ ვახდენთ“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ოთარ თოიძემ.

მისივე თქმით, ხარჯების გარდა პრობლემებია ინტელექტუალურ რესურსთან დაკავშირებითაც. კერძოდ, არ არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც კონვენციის რატიფიცირების მერე იმპლიმენტაციის პროცესს უზრუნველყოფენ.

„გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად შეზღუდული შესაძლებლობების დარგების პრობლემა. ამ ადამიანებს კვალიფიკაცია ეძლევათ სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე, არადა სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით კი არა კონკრეტული შესაძლებლობის შეზღუდვის მიხედვით უნდა ხდებოდეს დაყოფა. მაგალითად, პიანისტი, რომელსაც თითი აქვს მოტეხილი, არის მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მას აღარ შუძლია იყოს პიანისტი, მაგრამ თავისუფლად შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან. ამიტომ, ეს არის ჯერ წესრიგში მოსაყვანი. ამ დარგის მოწესრიგებას სჭირდება არა კონვენციის პირდაპირ გადმოტანა, არამედ სერიოზული სამუშაოს ჩატარება და განსაზღვრა, ვის რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ამას სჭირდება სერიოზული ინტელექტუალური რესურსი, ამას უნდა თანხები, ამის მერე სჭირდება სენსიტიურობისა და სპეციფიურობის განსაზღვრა, მხოლოდ ამის მერე შეიძლება ამ კონვენციის მიღება“,- აცხადებს ჯანდაცვისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარე.

თოიძე ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა კონვენციის რატიფიცირებისთვის მზად არ არის.

„იმასაც გეტყვით რატომ არ არის მზად. კონვენციის ნაწილ- ნაწილ მიღება არ შეიძლება. ჩვენთან ძირითადად დამუშავებულია ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანების შეზღუდულობის სტატუსი, მაგრამ გონებრივად შეზღუდულებს რა ვუყოთ? დღეს ძალიან გავრცელებულია ნერვული დაავადებები, აუტიზმი, შიზოფრენია, გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, რისი მკურნალობაც და დიაგნოზირებაც ჩვენს ქვეყანში სწორად ვერ ხერხდება. ასე რომ ჩვენ ნახევარ გზაზე ვართ ჯერ ამ პრობლემის მოგვარების, ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს მარტივად მივუყენებთ კონვენციას, რადგან შედარებით მარტივია პანდუსის აშენება, ლიფტის დაყენება, მაგრამ როცა გონებრივ შეზღუდვას ეხება საქმე, აქ ძალიან რთულადაა ყველაფერი. ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანის ადაპტირება საზოგადოებაში შედარებით მარტივია, რადგან მათ ესმით რასაც უებნები და გააკეთებენ. მართალია მათ ფიზიკურად ნაკლი აქვთ, მაგრამ გონებრივი პრობლემები არა, ამიტომ შეუძლიათ დაჯდნენ და ფეხსაცმელი შეკერონ, რამე სხვა საქმე გააკეთონ. გონებრივი ნაკლის მქონე ადამიანს გარემოსი არ ესმის და გარშემომყოფთა ადაპტაციას ვერ ახდენენ. ამიტომ უნდა მოხდეს კანონის ადაპტირებაც“,- აცხადებს თოიძე.

მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ადამიანი თავს უმწეოდ არ მიიჩნევს და შეღავათებს არ ითხოვს, ხოლო მენტალური შეზღუდულობის მქონეს ეს შეღავათი სჭირდება, ამიტომ გამიჯვნა ამ კუთხითაც საჭიროა.

„უახლოეს პერიოდში, მინიმუმ ერთ-ორი წლის მანძილზე ძალიან ბევრია გასაკეთებელი. სულ რომ ბევრი ფული გვქონდეს, ვერ იმუშავებს კონვენცია იმიტომ, რომ ამას სჭირდება დრო, იმპლიმენტაცია იქნება ურთულესი პროცესი. რატიფიცირება თვითმიზანი ხომ არ არის? ის, რაც კონვენციაში წერია, ბევრი რამე ისედაც გაკეთებულია, იგივე პანდუსები, ასევე ადაპტირებული გარემოს შექმნა, ყველა ახალი კორპუსი ადაპტირებულია. ეს ხომ წინგადაგმული ნაბიჯია. ამიტომ ეს საკითხები განიხილება, შეფასდება რა არის საჭირო და როგორ, შევქმნით მატერიალურ პირობებს და ამის მერე ვიმსჯელებთ იმაზე, როდის მოხდება რატიფიცირება. კონვენცია არის იდეალური სქემა, მაგრამ ჩვენ იდეალური სქემიდან ძალიან შორს ვართ“,- მაბობს თოიძე.

რატი იონათამიშვილი თოიძის პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ფიზიკურ და მენტალურ შეზღუდვებად დაყოფა არაკომპეტენტურობის შედეგია.

„მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ მენტალური შეზღუდვის მქონე პირებისთვის სოციალური ინტეგრაცია ბევრად უფრო ადვილად ხდება, ვიდრე დავუშვათ, ეტლით მოსარგებლე პირების. რადგან, მენტალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის პრობლემა არის შესაბამისი სერვისების მომზადება, პროფესიონალი კადრების არსებობა, ხოლო ეტლით მასარგებლე პირებისთვის ამას ემატება მთლიანი ინფრასტრუქტურის ადაპტირებაც.

მიმაჩნია, რომ კონვენციის რატიფიცირებისგან თავშეკავების მიზეზი ორია, პირველი ის, რომ ხელისუფლება გაურბის პასუხისმგებლობას, რომელიც სინამდვილეში პასუხისმგებლობა კი არა, მათი მოვალეობაა. მეორე პრობლემაა, რომ ისინი სამწუხაროდ მაინც ვერ ერკვევიან ინტეგრაციის და კონცეფციის მიღების პრობლემების მოგვარების საკითხებში. მარტივად რომ ვთქვა, არაკომპეტენტურები არიან, სათანადოდ მაინც არ იცნობენ კონვენციის არსს და დანიშნულებას“,- აცხადებს იონათამიშვილი.

ლანა ბერიძე | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

ფირნიშები

ვიდეო

თელავის გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებენ – შვილებს გეფიცებით არაფერ შუაში ვარ

 

ვიდეო

მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებებობზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.05.13
04:00-07:00
Rain showersfrom west-northwest11°C0.9m/s
0.4mm
07:00-13:00
Rainfrom west-northwest12°C0.9m/s
3.9mm
13:00-19:00
Heavy rainfrom southeast16°C4.2m/s
7.3mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom east12°C3.7m/s
0.2mm
სამშაბათი 21.05.13 13:00-19:00
Fairfrom southeast18°C1.0m/s
0mm
ოთხშაბათი 22.05.13 10:00-16:00
Partly cloudyfrom south16°C0.3m/s
0mm
ხუთშაბათი 23.05.13 10:00-16:00
Cloudyfrom east-southeast17°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy