03:06:37

Share |

კარალეთში ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდა

კარალეთში ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდაკარალეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, დაშავებულები არიან სააგენტო „ინფო-9“–ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, „მე-9 არხის“ ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტთა ზეპირი განმარტებით, მათ ნაწილს დაზიანებული აქვს ტექნიკა და ამჟამად შსს გორის სამმართველოში იმყოფებიან.

„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გორის რაიონის სოფელ კარალეთში, მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ შეხვედრისას ადგილი ჰქონდა ინციდენტს. მოქალაქეთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი დაშავდა. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალაქ გორის საავადმყოფო „გორმედში“ აქციის დაახლოებით 13 მონაწილე სხვადასხვა დაზიანებით იმყოფება. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე დაუკავშირდა დაშავებულ ჟურნალისტებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს აღნიშნული ფაქტზე ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მოპოვებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფირნიშები

ვიდეო

თელავის გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებენ – შვილებს გეფიცებით არაფერ შუაში ვარ

 

ვიდეო

მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებებობზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.05.13
10:00-13:00
Partly cloudyfrom southwest18°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Partly cloudyfrom east20°C1.7m/s
0mm
19:00-01:00
Heavy rainfrom east-southeast18°C1.2m/s
8.9mm
ორშაბათი 20.05.13 13:00-19:00
Rainfrom east-southeast16°C3.0m/s
4.5mm
სამშაბათი 21.05.13 10:00-16:00
Fairfrom south15°C0.5m/s
0mm
ოთხშაბათი 22.05.13 10:00-16:00
Fairfrom southeast16°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy