ორშაბათი, 10 სექტემბერი 2012 13:07
8 სექტემბერს, შაბათს, თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართა. ქალაქში, სადაც უკვე 2 თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამდე ქუჩები სამშენებლო მასალებისგან გაწმინდეს, გზებზე მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში თავისუფალი იყო. 9 სექტემბერს, კვირას, როცა იმავე ადგილზე აქცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა, ერეკლე მეორეს გამზირზე სამშენებლო სპეცტექნიკა ჩააყენეს, გზებზე კი სამშენებლო მასალები დაყარეს.
ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2012 17:02
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებისთვის 6 წინაპირობის შესრულებას ითხოვს. ივანიშვილმა
ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2012 13:16
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეიარაღებული დაჯგუფების 12 წევრიდან 11-ის გვამი უკვე ნაპოვნია. მისივე თქმით, ცხედრებს მათი რელიგიური მრწამსის მიხედვით დაკრძალავენ, თუმცა სად, არ დააკონკრეტა.
პარასკევი, 24 აგვისტო 2012 14:59
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ის 2012 წლის 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს გურჯაანში იყრის. გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ასრულებს.
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2012 13:05
დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში, ალაზნისპირა სოფლებში რთველი დაიწყო. მევენახეები საფერავის ჯიშის ყურძენს კრეფენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა პაატა ჭავჭანიძემ განუცხადა, ამ დროისთის რეგიონში ყურძენს 5 ღვინის ქარხანა იბარებს.
სამშაბათი, 07 აგვისტო 2012 13:38
24 წლის ჯარისკაცი შმაგი ნოზაძე, რომელიც 2008 წელს რუსეთ – საქართველოს ომში იბრძოდა, ამ დრომდე უგზო – უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შმაგი ნოზაძე თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი იყო. ოჯახის წევრებს ის ბოლოს 2008 წლის 9 აგვისტოს, დილით ესაუბრა.
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2012 15:20
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. 1 ოქტომბერი ორშაბათია, შესაბამისად, კანონის თანახმად, ეს დღეს არასამუშაო დღედ გამოცხადდება.
სამშაბათი, 31 ივლისი 2012 12:19
„კახეთი უბრალოდ ადგილი არ არის. კახეთი არის საქართველოს სული, საქართველოს იდენტურობის უბრწყინვალესი გამოხატულება. ვინც არ უნდა ეპოტინოს ხელებით კახეთს, მთავარი რაც ჩვენ გვინდა, რომ ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდებიან და ხელს ნუ შეგვიშლიან იმ დიდ გეგმებში, რომელიც გვაქვს ჩვენ ამ რეგიონში“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თელავში.
სამშაბათი, 31 ივლისი 2012 10:21
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად 1 000 ჰექტარზე მეტი მინდორი და ფერმა დაიწვა. ცეცხლის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და კახეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა.
კვირა, 22 ივლისი 2012 19:14
„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორმა გიორგი ბოტკოველმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თელავში იყრის, „ქართული ოცნების“ წევრს ზურა ყურაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „შენ რა გაგიკეთებია, იყალთოში გიცნობს ვინმე საერთოდ? კაცი მაინც იყო, კაცი, წადი იკითხე, შენს სოფელში იკითხე შენი სახელი, არაკაცო შენ“, – მიმართა ბოტკოველმა ყურაშვილს.
ხუთშაბათი, 19 ივლისი 2012 21:58
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსი ზაქარია ქინქლაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობას ის 24 ივნისიდან იხდიდა. 25 დღის განმავლობაში ზაქარია ქინქლაძეს არ ჰქონდა ტანსაცმლის გამოცვლის და დაბანის უფლება.
პარასკევი, 06 ივლისი 2012 15:13
თელავის სამშობიარო სახლში 22 წლის ხათირა უქანოვა გარდაიცვალა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მამიდამ გულნარა მახაროვამ განუცხადა, გოგონამ 1 ივლისს საკეისრო კვეთით იმშობიარა, საავადმყოფოდან ის 4 ივლისს გაწერეს, 5 ივლისს კი გოგონა ავად გახდა, რის გამოც ისევ სამშობიაროში გადაიყვანეს.
პარასკევი, 06 ივლისი 2012 14:12
ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ორი თვის წინ გარდაცვლილი პატიმრის 47 წლის გიორგი ლ–შვილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ის ელექტროშოკით იყო ნაწამები, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. გიორგი ლ–შვილს ნარკოტიკული დანაშაულისთვის 28 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სასჯელს ის 2007 წლიდან იხდიდა. პატიმარი თავს დამნაშავედ არ სცნობდა და განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.
გვერდი 2 / 29
ვიდეო
მღვდელი მისდევს აქციის მონაწილეებს
ვიდეო
უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||







