02:35:57

Share |

1-ელი იანვრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები ამოქმედდა

1-ელი იანვრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები ამოქმედდა1-ელი იანვრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები ამოქმედდა2012 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები ამოქმედდა. ცვლილება ეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესს, სარჩელის რეგისტრაციას და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებას.

ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი მხარეთა მიერ შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა” ბანკის BIჩ კოდი: ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 Bღ00 0000 0033 0500 01.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბოლოო გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეებზე გადახდილი სასამართლო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება მიმდინარე წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

რაც შეეხება სარჩელის რეგისტრაციას, ცვლილების თანახმად, სარჩელის სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს და ახდენს სარჩელის რეგისტრაციას. თუ სარჩელი არ შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილ რეკვიზიტებს, სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის რეგისტრაციაზე და უბრუნებს სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

სარჩელის ფორმალურ გამართულობას განეკუთვნება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმა; სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის სარჩელი; სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა; მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი), ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა; მოპასუხის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი),ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა; მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი), ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა; ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან ადვოკატს, წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა); დავის საგანი; სარჩელის ფასი; მოსარჩელის მოთხოვნა; სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან შემცირების შესახებ); წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (როდესაც სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს); სარჩელზე თანდართულ დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი, გვერდების რაოდენობის მითითებით; მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე; ხელმოწერა.

სასამართლოს კანცელარიის უარი სარჩელის რეგისტრაციაზე ხელს არ უშლის მოსარჩელეს განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

თუ სარჩელი შეაქვს იურიდიული პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა) ან სარჩელი შეტანილია იურიდიული პირის წინააღმდეგ, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ფოსტის, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დასტური სასამართლოში წარადგინოს 2 თვის ვადაში.

ზემოთაღნიშნულ პირებს სარჩელის მოსამართლისათვის გადაცემიდან არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონზე ან/და ელექტონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) მათ მიერ მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე.

ელექტორნული ფოსტით გაგზავნილი გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.

აღნიშნული წესები არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა აღნიშნული წესები შესაძლებელია გავრცელდეს ამ პირებზეც მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სარჩელი სასამართლოს მიერ განიხილება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენიდან ან საჯარო შეტყობინებით მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 1.5 თვისა, 2 თვის ნაცვლად, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე არა უგვიანეს 3,5 თვისა, 5 თვის ნაცვლად.

თუ მოსარჩელე 2 თვის ვადაში საქმის განმხილველ სასამართლოში არ წარადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელების შესახებ, სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებს.

მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების წესი შემდეგნაირად განისაზღვრა: გზავნილი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან მოსარჩელისათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. გზავნილი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს პირადად. თუ გზავნილის ჩამბარებელმა მოპასუხე ვერ ნახა გზავნილში მითითებულ მისამართზე, იგი გზავნილს აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. მოპასუხის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს. გზავნილის მიმღები ვალდებულია გზავნილის მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, ხოლო თუ გზავნილს იბარებს ოჯახის წევრი ან გზანვილი ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით, მაშინ დამატებით უნდა მიეთითოს ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა, რაც დასტურდება გზავნილის მეორე ეგზემპლარზე გზავნილის მიმღების ხელმოწერით. ელექტორნული ფოსტით გაგზავნილი გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით. თუ პირველად გაგზავნისას გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, გზავნილი მას უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან მოსარჩელისათვის ცნობილ სხვა მისამართზე. თუ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას გააკეთებს გზავნილზე, რომელიც სასამართლოს უნდა წარედგინოს. ასეთ შემთხვევაში გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება. ზემოაღნიშნული წესების დარღვევით ჩაბარებული გზავნილი არ ჩაითვლება ჩაბარებულად.

თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამასთან, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს შუამდგომლობა გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელების შესახებ და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

ფირნიშები

ვიდეო

მღვდელი მისდევს აქციის მონაწილეებს

 

ვიდეო

უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებებობზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 21.05.13
10:00-13:00
Fairfrom south14°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom southeast17°C1.7m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom east-southeast17°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 22.05.13 13:00-19:00
Fairfrom southeast20°C1.1m/s
0mm
ხუთშაბათი 23.05.13 10:00-16:00
Fairfrom southeast19°C0.8m/s
0mm
პარასკევი 24.05.13 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southwest21°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy