01:47:31

სოფელ საცხენეს გადასარჩენად სამუშაოები დაიწყო

sacxeneგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეში სტიქიისგან სოფლის დასაცავად ნაპირდაცვითი პროექტის მომზადება დაიწყეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოს ეროვნული სააგენტოს სანაპიროების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა თემურ კიკნაძემ განუცხადა, საცხენეში ამჟამად დაგეგმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. „მესამე დღეა ამ რეგიონში ვართ და ტერიტორიის აგეგმვას ვახდენთ, რის შემდეგაც ინფორმაციას საპროექტო სამმართველოს გადავცემთ  და ისინი დაამუშავებენ პროექტს. ვგეგმავთ დამცავი ნაგებობების მოწყობას, რომ შეჩერდეს ნაპირების ჩამოშლა“, - აღნიშნა კიკნაძემ.

სოფელ საცხენეში არსებულ საშიშროებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 24 თებერვალს გაავრცელა. სოფლის მოსახლეობა შველას ითხოვს, რადგან გაზაფხულზე ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებული ტერიტორია შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს  http://ick.ge/ka/rubrics/ecology/395-2010-02-24-08-05-47 ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საცხენედან რეპორტაჟები მოამზადეს ტელეკომპანიებმა „პირველი არხი“ და „რუსთავი 2“. რამდენიმე დღის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრომ სოფელი საცხენე წითელ ზონაში შეიტანა http://ick.ge/ka/rubrics/ecology/458-2010-03-02-13-56-54 9 მარტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით საცხენეში გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკური განვითარების და რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ჩავიდნენ. ტურის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა რისკის ზონაში მიმდინარე პროცესები სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერეს.

ვიდეო

არამიზნობრივი ხარჯვა

ფოტო რეპორტაჟი

News image

ბაკურ კვეზერელი: „არცერთი კილოგრამი ყურძენი დასაბინავებელი არ დარჩება“

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 09.09.10
13:00-19:00
Partly cloudyfrom east25°C1.2m/s
0.3mm
19:00-01:00
Fairfrom north-northeast21°C0.5m/s
0.0mm
პარასკევი 10.09.10 13:00-19:00
Rainfrom east-southeast22°C2.7m/s
1.2mm
შაბათი 11.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast16°C3.7m/s
2.5mm
კვირა 12.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast15°C2.0m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy