08:58:17

ბიძინა ივანიშვილი - ცალკეული პირები ვერ გადაწყვეტენ, ვინ როდის უნდა გადადგეს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვერც ჟურნალისტები და ვერც ცალკეული პირები ვერ გადაწყვეტს, ვინ როდის უნდა გადადგეს. ასეთი კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე , გამოძიების დროს ხომ არ უნდა ჩამოშორდეს დროებით თანამდებობას მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ძლიერი რგოლია

 შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ძლიერი რგოლია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილი - საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება მოგვიწევს

პროცესები ხურდება, იცოდეთ, პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, სახელისუფლო გუნდი ფიქრობს ამნისტიაზე, რომელიც უნდა შეეხოს არა მაღალი თანამდებობის პირებს, კერძოდ, არ უნდა შეეხოს პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს.

ვრცლად

 

შს კახეთის სამხარეო სამმართველოს და გურჯაანის პოლიციის უფროსები შეიცვალნენ

შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსა და  გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საკადრო ცვლილებებია.

ვრცლად

 

ვანო მერაბიშვილი ფერმერებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ფერმერებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ის 80 მილიონი ლარი, რომელიც გლეხებმა ქართველი მაღალჩინოსნების კორუმპირებულობის გამო დაკარგეს, ისევ გლეხებს უნდა დაურიგდეთ.

ვრცლად

 

მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, ახალაიას სასამართლო საქმე და შედეგები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი იქნება იმისა, შედგება თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო.

ვრცლად

 

ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, ნათია მოგელაძემ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

ვრცლად

 

თინა ხიდაშელმა თანამდებობაზე ნათესავის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

„ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს სათნოების სახლის დირექტორად ნათესავის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ვრცლად

 

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკო ნერგაძე დაინიშნა

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი, ნიკო ნერგაძე დაინიშნა. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაკა გიგაურმა თანამდებობა დატოვა და საბურთალოს გამგებლის მოადგილედ დაინიშნა.

ვრცლად

 

კახა კალაძე – პოლიციის მხრიდან ნორმალური საქციელი იყო რაც გაკეთდა

„იმის მიხედვით, თუ როგორ იქცეოდნენ აქციაზე მყოფი ადამიანები, პოლიციის მხრიდან ნორმალური საქციელი იყო რაც გაკეთდა,“ - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 1 მაისს, პოლიციის მიერ სტუდენტების მშვიდობიანი აქციის დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვრცლად

 

ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიციამ საკმარისზე მეტი მოითმინა

„პოლიცია ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. პოლიციამ საკმარისზე მეტი მოითმინა. სასაცილოა განცხადებები იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას,“ - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი 1 მაისს, სამართალდამცავების მიერ სტუდენტების მშვიდობიანი აქციის დაშლის ფაქტთან დაკავშირებით.

ვრცლად

 

დეპუტატის განცხადებით, უფასო წიგნების დასაბეჭდად სტამბები პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, უფასო სახელმძღვანელობის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ჟურნალისტის შორენა შავერდაშვილის მამის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის სტამბებში იბეჭდება.

ვრცლად

 

ვანო მერაბიშვილი – 260 მილიონიანი პროექტიდან 80 მილიონი ჯიბეში ჩაიდეს

„260 მილიონიანი პროექტიდან, ქართველმა სახელმწიფო მოხელეებმა 80 მილიონი ჯიბეში ჩაიდეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვრცლად

 

ივანიშვილი - შემეშალა, როდესაც წინასწარ გამოვიტანე ინფორმაცია და ახლა ვდარდობ ამაზე

„ალბათ მე შემეშალა, როდესაც წინასწარ გამოვიტანე ეს ინფორმაცია და ახლა ვდარდობ ამაზე,“ - განაცხადა პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ ერთ-ერთი მინისტრის შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების თაობაზე.

ვრცლად

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი – უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს თავს ვარიდებთ თანამშრომლობას

კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს. ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა და სამინისტრო თვითონ ვერ ახერებს მასშტაბური პროექტების განხორციელებას.

ვრცლად

 

მინისტრის მოადგილე გუბერნატორებს საბოტაჟში ადანაშაულებს

„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა, პრაქტიკულად, უარს ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ განაცხადა.

ვრცლად

 

ივანიშვილი - არ გამიკეთებია პირდაპირი აქცენტი, რომ წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა

არცერთ ჩემს განცხადებაში არ გამიკეთებია პირდაპირი აქცენტი, რომ წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „როუზ როსის“ სემინარზე გიორგი ბარამიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვრცლად

 

გაგა ღამბაშიძე – ლაგოდეხის მაჟორიტარი ჯემალ ნიაზოვის სამსახურში დაბრუნებას ითხოვს

„ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა შეხვედრის დროს მთხოვა, იქნებ სოფელ კაბალის გამგებლად ჯამალ ნიაზოვი დავაბრუნოთო. გოზალიშვილს არჩევნები ნიაზოვმა მოაგებინა და მასთან ვალშია“, – აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გაგა ღამბაშიძე.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილი – ადეიშვილის საქართველოდან გაქცევა ჭკვიანური ნაბიჯი იყო

„იმ გუნდში ყველაზე ჭკვიანი იყო ადეიშვილი და აჩვენა კიდეც. ადეიშვილი მიხვდა, იმ წუთში გააკეთა ანალიზი და წავიდა ეს კაცი სადღაც. ჩემი აზრით, ეს ჭკვიანური ნაბიჯი იყო,“ - განაცხადა პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილი – ერთ-ერთ მინისტრზეა ეჭვი და ამისთვის საზოგადოებას ვამზადებ

„ერთ – ერთ მინისტრზეა ეჭვი და ისიც მინდა რომ ისე არ წავიდეს. ვერ ვიტყვი ვინ არის, მე თვითონ ძალიან განვიცდი და ვცდილობ, იქნებ შიგნით ჩავწყნარდეთ, თუმცა ცოტაღა დარჩა ალბათობა, რომ შიგნით ჩავწყნარდებით და ამიტომ ვამზადებ საზოგადოებას ამისთვის,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „პოზიციაში“.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 122

ფირნიშები

ვიდეო

მღვდელი მისდევს აქციის მონაწილეებს

 

ვიდეო

უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებებობზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.05.13
16:00-19:00
Rainfrom east-southeast14°C4.8m/s
0.1mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom east11°C3.5m/s
0.1mm
სამშაბათი 21.05.13 13:00-19:00
Fairfrom east-southeast17°C1.8m/s
0mm
ოთხშაბათი 22.05.13 13:00-19:00
Fairfrom southeast20°C1.2m/s
0mm
ხუთშაბათი 23.05.13 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast18°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy