კვირა, 27 მაისი 2012 12:51
კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებს. კოალიციის პრესსამდივნოს ინფორმაციით, დღეს, თბილისის რამდენიმე უბანში უცნობმა პირებმა მოსახლეობას დაურიგეს ფული და „ქართული ოცნების“ მაისურები.
„მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაურკვეველი პირების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას და შანტაჟს. თბილისის რამდენიმე უბანში უცნობმა პირებმა მოსახლეობას დაურიგეს ფული და „ქართული ოცნების“ მაისურები, სთხოვეს მხარდაჭერა გამოეხატათ კოალიციის მიმართ და დასწრებოდნენ სამანიფესტაციო აქციას. ისინი პარალელურად ახდენდნენ ამ პროცესის გადაღებას სახელისუფლებო მედიის მეშვეობით.
ვფიქრობთ, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ემსახურება „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ თბილისის მოსახლეობას უარი თქვან მსგავს გარიგებაზე და ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფს, რომლებიც მხარდამჭერთა თავშეყრის ადგილებში იმოძრავებენ“, -ნათქვამია განცხადებაში.
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












