21:17:17

Share |

ლევან კალანდაძე – პენსიონერთა საპენსიო ანგარიშების დაყადაღება დისკრიმინაციულია

„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას პენსიონერების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომასა და დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ლევან კალანდაძის განცხადებით, საქმე ეხება პენსიონერების საპენსიო ანგარიშების დაყადაღების და საპენსიო თანხების იძულებით ჩამოჭრის საკითხს.

„მიუხედავად ხელისუფლებისადმი არაერთი მიმართვისა და საკითხის დასმისა, მაკონტროლებელი ორგანოები, ძირითადად ეს ეხება შემოსავლების სამსახურს, კვლავ აქტიურად განაგრძობენ სხვადასხვა დავალიანების არსებობის მოტივით პენსიონერების საპენსიო ანგარიშების დაყადაღებას და საპენსიო თანხების იძულების გზით ამოღებას. ამ პრაქტიკამ ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო და ასეთ შემთხვევებს პრაქტიკულად ყველა რეგიონსა და რაიონში აქვს ადგილი“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, თითქმის იდენტური მდგომარეობა სხვადასხვა რაიონებში. „პრობლემის მასობრივი ხასიათი და ხელისუფლების ამგვარი მიდგომები იმ პენსიონერთა მიმართ, რომელთა სახელზეც არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები გაფორმებული, სერიოზულ ეჭვს ბადებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველივე ეს შეგნებულად და მიზანმიმართულად ხორციელდება და ემსახურება დავალიანების გადაუხდელობის მოტივით გლეხებზე გაფორმებული მიწის ფართობების მათთვის ჩამორთმევას“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

„ახალი მემარჯვენეები“ მიმართავენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, უარი თქვას და გააუქმოს პენსიონერთა საგადასახადო ორგანოების მხრიდან საპენსიო ანგარიშების დაყადაღების და საპენსიო თანხების იძულების გზით ამოღების მანკიერი პრაქტიკა.

ფირნიშები

ვიდეო

აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე

 

ვიდეო

უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებობებზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.05.13
04:00-07:00
Partly cloudyfrom west-northwest15°C0.6m/s
0mm
07:00-13:00
Partly cloudyfrom west-northwest15°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Partly cloudyfrom east-southeast22°C1.5m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom east21°C1.7m/s
0mm
შაბათი 25.05.13 13:00-19:00
Partly cloudyfrom south-southeast22°C1.4m/s
0mm
კვირა 26.05.13 10:00-16:00
Rainfrom southeast18°C1.1m/s
1.6mm
ორშაბათი 27.05.13 10:00-16:00
Heavy rainfrom east-northeast14°C0.4m/s
4.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy