23:35:11

ფირნიშები
Share |

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 21 400 ლარი ჩაურიცხა


შიდა ქართლის რეგიონის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, რომელიც თავის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებდა, რომ ნაღდი ფულადი თანხა არ გააჩნდა, პარტია „ქართულ ოცნებას“ 21 400 ლარის ოდენობით ფულადი შემოწირულობა ჩაურიცხა.

ზურაბ რუსიშვილი შიდა ქართლის რეგიონის (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტები) გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე იგი „ქართუ ბანკის“ გორის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. გუბერნატორის თანამდებობა მან 2016 წლის 10 მარტს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ რუსიშვილს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ყოფილი გუბერნატორის ოჯახის წევრებს შორის დასაქმებული მხოლოდ თვითონ იყო და შესაბამისად, 2015 წლის განმავლობაში ოჯახის შემოსავლის წყაროს მხოლოდ თვით გუბერნატორის სამსახურებრივი ანაზღაურება წარმოადგენდა. ზურაბ რუსიშვილის წლიური ანაზღაურების ოდენობა, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 59 000 ლარს შეადგენდა (თვეში საშუალოდ 4916 ლარი). აქედან, 10 260 ლარი ორი სხვადასხვა საბანკო კრედიტის დაფარვას მოხმარდა. ამასთან, 2015 წლის 9 დეკემბერს გუბერნატორმა „საქართველოს ბანკიდან“ 21 000 აშშ დოლარის ოდენობით 5-წლიანი სამომხმარებლო კრედიტიც აიღო, თუმცა, თანამდებობიდან გადადგომამდე 20 დღით ადრე, 2016 წლის 19 თებერვალს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ არც პირადად ზურაბ რუსიშვილს და არც მის ოჯახს ნაღდი ფულადი თანხა არ გააჩნდა.

მიუხედავად ამისა, გადადგომიდან დაახლოებით ორთვენახევრის შემდეგ, - 24 მაისს შიდა ქართლის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბანკო ანგარიშზე ფულადი შეწირულობის სახით 21 400 ლარი ჩარიცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი საჯარო თანამდებობის პირების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის პირადი სახსრების შეწირვაზე პირდაპირ აკრძალვას არ ითვალისწინებს, თუმცა ამგვარი შეწირულობების განხორციელების ფაქტები პრაქტიკულად არ გვხვდება. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სპეციალურად გამოიკვლია მოქმედი გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში შესაძლო მონაწილეობის საკითხი. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ ამგვარ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.  

  

  

სხვა ამბები

პოლიციამ 43 შეკვრა მეტადონი ამოიღო

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 51 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღო.

დაწვრილებით  

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 19.08.17
04:00-06:00
Partly cloudyfrom north20°C0.7m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom northwest19°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast26°C2.1m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.7m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C1.9m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast26°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30