საზოგადოება
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ გიორგი გაბრიელაშვილი დაინიშნა
სამშაბათი, 24 აპრილი 2012 12:55
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. სააგენტოს გიორგი გაბრიელაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
გიორგი გაბრიელაშვილი დაიბადა 1981 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2002 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარედ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პროექტში „საკანონმდებლო ცვლილებებისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა რეგულაციების შემუშავება“ მიწვეულ ექსპერტად; გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის პროექტში „ეფექტური მმართველობა თბილისში“ მიწვეული ექსპერტად; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და ურბანული ინსტიტუტის პროექტში „ეფექტური მმართველობა თბილისში“ მიწვეულ ექსპერტად; ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტში თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა“ მიწვეულ ექსპერტად; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტში - „საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობა“ იურისტ-ექსპერტად; სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრის პროექტში „მმართველობის გაუმჯობესების კამპანია სოციალური დაცვის სფეროში“ იურისტ-ექსპერტად; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტში „საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციული მონიტორინგი“ იურისტ-ექსპერტად.
გიორგი გაბრიელაშვილი არის „ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი“ თანაავტორი და მოსწავლეთათვის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს ავტორი.
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||















