საზოგადოება
ცაზე წუხელ გამოჩენილ უცნაურ ნათებას ასტრონომები რაკეტის აფეთქებას უკავშირებენ
პარასკევი, 08 ივნისი 2012 09:52
ცაზე წუხელ გამოჩენილ უცნაურ ნათებას აბასთუმნის ობსერვატორიის ასტრონომი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ჯავახიშვილი რაკეტის აფეთქებას უკავშირებს. მისი განმარტებით, რაიმე ასტრონომიულ მოვლენას ადგილი არ ჰქონია.
„ეს დიდი ალბათობით იყო რაკეტის აფეთქების შედეგად გამოწვეული ნათება, რის შემდეგაც მისი ნამსხვრევები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა. ეს საშიში მოვლენა არ არის, თუ რა თქმა უნდა, ნამსხვრევები ვინმეს არ მოხვდება“, - აღნიშნა გიორგი ჯავახიშვილმა.
გუშინ ღამით, თბილისის ცაზე უცნაურ ნათებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ცაზე სპირალისებული ნათება შენიშნა.
სოციალურ ქსელებში უცნაურ ნათებას კომეტის გამოჩენას ან რაკეტის კვალს უკავშირებდნენ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი ნათება წუხელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც შენიშნეს. მოქალაქეებმა გაიხსენეს, რომ მსგავს მოვლენას ადრე ნორვეგიაში ჰქონდა ადგილი და ის რუსეთის მიერ გაშვებულ რაკეტას უკავშირდებოდა, რომელმაც კონტროლი დაკარგა და ბრუნვა დაიწყო.
ამასთან, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ გუშინ რაკეტა „ტოპოლ“-ი გამოსცადეს (ინტერპრესნიუსი).
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
ხელისუფლებისგან წახალისებული რელიგიური კონფლიქტი სამთაწყაროში
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













