14:03:58

Share |

„ყამბარაშვილის კლინიკაში“ გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

თელავში, „ყამბარაშვილის კლინიკაში“ გარდაცვლილი 22 წლის ხათირა უქანოვას ახლობლები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამინისტროსთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

„სამინისტროში ვართ ახლა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსთან გვინდოდა შეხვედრა, მაგრამ არ გვიშვებენ. ამიტომ, ჯანდაცვის მინისტრთან ვითხოვთ შეხვედრას. როგორ, რაც მოგვთხოვეს კლინიკაში, ფული გადავიხადეთ, ჯანმრთელი გოგო მივიყვანეთ და დაიღუპა. ამაზე პასუხი არავინ არ უნდა აგოს? განა პირველი შემთხვევაა. მაგ კლინიკაში სიკვდილიანობა მაღალია“. – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ახლობელმა გულნარა მახაროვამ.

თელავის სამშობიარო სახლში 22 წლის ხათირა უქანოვა 6 ივლისს, დილით გარდაიცვალა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ფირნიშები

ვიდეო

აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე

 

ვიდეო

უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებობებზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
დადებითად - 12.4%
უარყოფითად - 82.7%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.9%
  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.05.13
22:00-01:00
Rainfrom southwest18°C0.8m/s
0.2mm
კვირა 26.05.13 13:00-19:00
Partly cloudyfrom southeast20°C2.9m/s
0.3mm
ორშაბათი 27.05.13 13:00-19:00
Rainfrom east-southeast18°C1.0m/s
3.2mm
სამშაბათი 28.05.13 10:00-16:00
Heavy rainfrom west-northwest17°C0.8m/s
6.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy