19:34:48

Share |

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება წანდილი.

დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა.

გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ. ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის. მარხვაში ადამიანს ევალება, გააძლიეროს ლოცვა - ილოცოს თავისი მოყვასისა და სამშობლოსათვის.

დიდი მარხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. წელს აღდგომა 5 მაისს არის. 

 

 

 

ფირნიშები

სხვა ამბები

მოქალაქეთა პირადი მონაცემების კომერციული მიზნით გამოყენების ფაქტები გახშირდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირდა მოქალაქეთა პირადი მონაცემების შემცველი ელექტრონული ბაზების გაყიდვის ფაქტები.

დაწვრილებით  

სისხლის სამართლის კოდექსში ჯარიმასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის

სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა არ შეიძლება პირს დაეკისროს, თუკი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ან მუხლის ნაწილი ჯარიმას, როგორც დამატებით სასჯელს, არ ითვალისწინებს.

დაწვრილებით  

ვიდეო

სისხლის პატიება პანკისის ხეობაში

ვიდეო

გამოკითხვა -- მოიყვანთ თუ არა ცოლად ქალს, რომელსაც ტატუ აქვს ან სიგარეტს ეწევა

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 01.08.14 13:00-19:00
Fairfrom east-southeast26°C2.2m/s
0mm
შაბათი 02.08.14 13:00-19:00
Fairfrom east-southeast28°C1.9m/s
0mm
კვირა 03.08.14 10:00-16:00
Fair26°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31