18:31:09

ფირნიშები
Share |

ახმეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს

ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობის გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს. დისციპლინური პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს გამგეობის საკადრო სამსახურის ხელმძღვანელსაც.

დავით ფოცხვერიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. მალევე იგი საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედაც იქნა დანიშნული.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გამგეობის თანამდებობის პირია და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში, ხოლო შემდეგში თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. წარდგენილი დეკლარაციის შეტანა ხდება ერთიან ელექტრონულ სისტემაში და იგი დაუბრკოლებლად არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის, ვებგვერდის https://declaration.gov.ge/მეშვეობით. 

აღნიშნული ვებგვერდის მონაცემებით, დავით ფოცხვერიშვილს დღემდე არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

საჯარო სამსახურის ბიუროში აცხადებენ, რომ დავით ფოცხვერიშვილი თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონაცემთა ბაზაში არ არის შეტანილი, ვინაიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საერთოდ არ მიუღიათ ინფორმაცია მისი თანამდებობაზე დანიშნვის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჯარო მმართველობის მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელის გელა შაშიაშვილის განცხადებით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი აღნიშნულ ვადაში არ წარადგენს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას, იგი დაჯარიმდება 1000 ლარით, რის თაობაზეც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი გამოსცემს განკარგულებას.

პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არა უგვიანეს 30 დღისა. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

იურისტის განმარტებით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო სამსახურის ხელმძღვანელსაც, რომელიც ვალდებული იყო პირის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიეწოდებინა საჯარო სამსახურის ბიუროსათვის.

„ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი მიიღებს გადაწყვეტილებას საკადრო სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავების შესახებ“, – აღნიშნავს გელა შაშიაშვილი. 




სხვა ამბები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები, სამსახურის სხვა თანამშრომლები დავეტერანები დაესწრნენ. დაწვრილებით  

ესპანეთში ინტერნაციონალურ დღეზე საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა

ესპანეთში, ვალენსიის მხარეში ინტერნაციონალური დღე გაიმართა, სადაც საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა. სულხან იდოიძე და მაია თავბერიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვნიდან არიან. გამოფენაზე ისინი თუშური ტრადიციული კერძებით წარსდგნენ, მათმა შვილებმა ქართული ფოლკლორული ცეკვებიც შეასრულეს. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 23.11.17
23:00-00:00
Cloudyfrom west1°C2.0m/s
0mm
პარასკევი 24.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom west3°C0.8m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom west3°C2.3m/s
0mm
კვირა 26.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom northeast0°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 30 31