Menu

Follow Us

Saturday, 24 Jul 2021

მეწყინა ქავთარაძე ხორხის ხეობიდან

Friday, 20 December 2019 20:00 hits 19880 times

„მამაჩემს 3 გოგო ჰყავდა და მეოთხე მე რომ დავიბადე, სოფელს კი არა, მთელ ხორხის ხეობას ეწყინა და ამიტომ დამარქვეს მეწყინა, საბუთებშიც ასე მქვია“ - მეწყინა ქავთარაძე ახლა 84 წლისაა, ქვემო ხორხში (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს და ხეობის დაცლის გამო ხალხსაც საყვედურობს და ხელისუფლებასაც.

„სხვის ქვეყანას რომ ემსახურებიან და ამშვენებენ, აქ ჩამოვიდნენ და ამ ქვეყანას ემსახურონ. რა, იქ ტყუილად სხედან და ტყუილად უხდიან ფულსა? ხახვი უკუღმა რომ ჩააგდო აქ, მიწაში, წაღმა ამოვა. რატომ ვემსახურო სხვასა? უნდა დაბრუნდეს ხალხი უცხოეთიდან.

მთაში თუ ხალხი არ იქნება, ის თბილისიც გაღარიბდა განა. ჩვენ თუ პროდუქტს არ ჩავიტანთ და არ გავყიდით ბაზარში, რა, მწერლები, ინჟინრები, პროკურორები და მოსამართლეები წიგნებიდან ხომ არ ამოიტანენ მოსავალსა?

აქედან ანანურამდე (20-მდე კილომეტრი) ფეხით გავედი, რომ ივანიშვილისთვის ხმა მიმეცა. მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ სოფელში ხალხი დაბრუნდეს საზღვარგარეთიდან. მარშუტკაც კი არ ამოდის აქამდე, ზურგზე უნდა მოვიკიდო და ისე ამოვათრიო ტვირთი. არჩევნების დროს მოდიან ხოლმე, მაგრამ მერე აღარავის ვახსოვართ“.

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში