Menu

Follow Us

Saturday, 24 Jul 2021

მთის ჰიმნი

Friday, 28 February 2020 00:10 hits 7247 times

საქართველოს ბუნება ყოველთვის იწვევდა გაოცებას. ამაღლებული ფერდობები, მთიდან დაშვებული ჩანჩქერები და ჩიტების მრავალხმიანი გალობა გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. ყველანაირ დარდსა და შინაგან ფორიაქს შველისო თითქოს ნიავის ქროლა და მდინარის ჩუხჩუხის ხმა… განა იგრძნობა მეტი თავისუფლება სადმე, ვიდრე აფრენილი, ფრთაგაშლილი არწივის დანახვისას? ხელუხლებელ ბუნებას ეძახიან ასეთ ადგილებს, სადაც ადამიანის ხელი ჯერ ვერ მიმწვდარა და ვერ გაუნადგურებია. ან როგორ უნდა შეეხო, როგორ უნდა შელახო, როგორ უნდა შეჰბედო...

საქართველოს ერთ-ერთმა რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ ჩვენი ქვეყნის ბუნების სილამაზე ლექსად გამოთქვა და ჰიმნიც მიუძღვნა.

„სანტინო“ სწორედ ასეთი ადგილებიდან აგროვებს რძეს და ამიტომაც ახლობელია ასეთი გარემო - ხელუხლებელი ბუნება, რომელიც ასე ალამაზებს და აფერადებს ჩვენს განწყობას.

ვიდეორგოლში ერთადაა თავმოყრილი სხვადასხვა კუთხის სიმშვენიერე; ბუნების სიტყვიერი აღწერა; მწყემსის კადრები, ადგილები, საიდანაც რძე გროვდება ხალხისათვის...ამ ყველაფერს კი ფონად გასდევს საოცარი მელოდია, რომელიც თავს ნამდვილად გაგრძნობინებთ საქართველოს მთებში. თუმცა ნათქვამია - „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო“. ჰოდა, თქვენც ნახეთ და თავად შეაფასეთ.

R - სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში