Menu

Follow Us

Saturday, 24 Jul 2021

გარდაცვლილია 17, მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე - ავარია შატილის გზაზე

Sunday, 23 August 2020 22:31 hits 19206 times

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხევსურეთში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე დღეს, საღამოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ამ თემაზე:

17 დაღუპული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან 2 საათში - ავარია შატილის გზაზე

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში