Menu

Follow Us

Saturday, 24 Jul 2021

სვანეთის სათემო რადიო „ლილე“ აცხადებს ვაკანსიებს

Thursday, 27 August 2020 17:24 hits 4969 times

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია ზემო სვანეთში სათემო რადიოს შექმნა - რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისათვის. სათემო რადიო ქართულ და სვანურ ენებზე იმაუწყებლებს. 

პროექტის ფარგლებში სათემო რადიო „ლილე“ მესტიაში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

პროდიუსერი  - ანაზღაურება 1250 ლარი;

საინფორმაციო გამოშვების წამყვანი - 1000 ლარი;

საზოგადოებრივ/პოლიტიკური გადაცემის წამყვანი - 1000 ლარი;

მულტიმედია რეპორტიორი - 1000 ლარი;

(ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით)

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია განიხილავს ისეთ კანდიდატურებსაც, რომლებსაც არ აქვთ ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად მოთხოვნილი გამოცდილება, მაგრამ მოკლევადიანი (ერთი ან ორი თვე) სასწავლო-სტაჟირების შედეგად, ეფექტურად შეძლებენ რადიოს საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას და ხარისხიანი კონტენტის შექმნას. სწავლება-სტაჟირების პერიოდში ანაზღაურდება მხოლოდ გზის და კვების ხარჯები.

პროდიუსერი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; უცხო ენების ცოდნა; კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; რეპორტიორების მართვა - წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა.

გადაცემის წამყვანი:

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); თხრობისა და წერის კარგი უნარები (სასურველია); სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ და სვანურ ენებზე გამართულად მეტყველების უნარი; კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.

ძირითადი მოვალეობები: სვანეთში აქტუალური და საინტერესო საკითხების მოძიება და გაშუქება; მულტიმედია მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება (ახალგაზრდებს, რომლებმაც არ იციან გადაღება და მონტაჟი, შევასწავლით). სათემო რადიოს გადაცემების დაგეგმვა და პირდაპირ ეთერში წაყვანა; რადიოს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

მულტიმედია რეპორტიორი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს ცოდნა; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.

ძირითადი მოვალეობები: სვანეთის სათემო რადიოსთვის და mtisambebi.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, ჩაწერა, გადაღება, მონტაჟი; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 სექტემბერი;

შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია თავად დაუკავშირდება.

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში