Menu

Follow Us

Saturday, 24 Jul 2021

Mountainstories.ge - ინგლისურენოვანი გამოცემა აცხადებს ვაკანსიებს

Friday, 15 January 2021 20:59 hits 2400 times

BBC Media Action-ის მხარდაჭერით, საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) ქმნის ახალ ინგლისურენოვან პლატფორმას Mountainstories.ge, რომელიც მოამზადებს მულტიმედია მასალებს საქართველოს, სამხრეთ და ჩრდილოკავკასიის მაღალმთიანი რეგიონებიდან საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

Mountainstories.ge თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • რედაქტორი - 4000 ლარი;
  • რეპორტიორი/თარჯიმანი - 2500 ლარი;
  • ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე - 2500 ლარი;

(ხელფასი მითითებულია გადასახადების ჩათვლით).

გაეცანით თითოეული პოზიციის მიხედვით მოთხოვნებისა და ძირითადი მოვალეობების მოკლე აღწერას:

რედაქტორი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; რეპორტიორების მართვა - წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; ქართული და ინგლისურენოვანი მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა.

რეპორტიორი/თარჯიმანი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები: Mountainstories.ge და Mtisambebi.ge-თვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე:

მოთხოვნები: ოპერატორ/მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ძირითადი მოვალეობები: Mountainstories.ge და Mtisambebi.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, დაურთოთ სულ მცირე 2 ნამუშევრის ბმული) მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 იანვარი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება იანვრის ბოლომდე.

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში